
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ომი, როგორიც არის იყო და არის უკრაინაში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველი განადგურება ხდება, ღვთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.
რომის პაპმა ვატიკანის კონსტიტუციაზე ისაუბრა, სადაც ნათქვამია, რომ „ომის ყოველი აქტი, რომელიც მიზნად ისახავს მთელი ქალაქების ან უზარმაზარი ტერიტორიების განურჩევლად განადგურებას მათ მცხოვრებლებთან ერთად, არის დანაშაული ღმერთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელიც მტკიცე და ცალსახად დაგმობას იმსახურებს“.
1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისზე საუბრისას მან თქვა, რომ ბირთვული საფრთხე დღესაც ჩნდება და მსოფლიო კვლავ შიშსა და ტკივილშია“.
მანამდე კი, რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის მოვლენები მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს შეადარა, სადაც დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი დაიღუპა.
0
0
24 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
22/12/2025