
ბადაგონის ღვინომ კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა!
გერმანიაში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Frankfurt International Trophy, ბადაგონის ქვევრის საფერავი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
კონკურსი Frankfurt International Trophy უკვე 10 წელია ტარდება. წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო ათასობით ღვინომ მსოფლიოს 47 ქვეყნიდან. კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში. კონკურსზე წარმოდგენილ ღვინოებს აფასებს 500-ზე მეტი წევრისგან შემდგარი ჟიური (ენოლოგები, სომელიეები, მეღვინეები, რესტორნის მფლობელები).
ბადაგონის ქვევრის საფერავი დაყენებულია ალავერდის მონასტრის XI საუკუნის ისტორიულ მარანში. ეს საოცარი ღვინო გამოირჩევა მუქი ლალისფერი შეფერილობით და ჯიშური არომატების მომხიბვლელი ბუკეტით. მუქი კენკრის ნოტებს ავსებს შოკოლადისა და მუხის ტონები, რაც ღვინოს მეტ კომპლექსურობას სძენს. გემოს ხანგრძლივი, დაუვიწყარი დაბოლოება კი ასრულებს საფერავის უნიკალური ხასიათის ამ გამორჩეულ გამოხატულებას.
0
0