
თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი – ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90კგ) ასპარეზობდნენ.
ღვინიაშვილმა პირველ წრეში ბულგარელ ივაილო ივანოვს დამატებით დროში ვაზარით მოუგო და მერვედფინალში გავიდა. ქართველი საუკეთესო რვაში მოხვედრად უკრაინელ არტიომ ბუბარს დაუპირისპირდება.
ლიპარტელიანი კი მეოთხედფინალში გასასვლელად ბრაზილიელ გონსალვეშს შეხვდა. ქართველმა ძიუდოისტმა ორთაბრძოლა ძალიან სუსტად ჩაატარა და იპონით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს 66კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ახალგაზრდა ლაშა ნადირაძე, რომელმაც მასპინძელ ფლიკენს დამატებით დროში სძლია.
0
0
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
14/07/2026