25/10/2024
09:15
სამართალი
გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და დაცულობას, დააბრუნებს მათ საკუთრებას. ამის შესახებ განცხადებას “ატლანტიკური საბჭო” ავრცელებს.
"ატლანტიკური საბჭო" ეხმიანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს და "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს.
“24 ოქტომბერს დილას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები თბილისში, საქართველოში შეიჭრნენ “ატლანტიკური საბჭოს” ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის [DFR Lab] ორ თანამშრომელთან და მათი ელექტრონული მოწყობილობების კონფისკაცია მოახდინეს.
“ატლანტიკური საბჭო” ღრმად შეშფოთებულია ამ მოვლენით და საქართველოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მის ზეგავლენაზე ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე.
ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი, ჩართულები არიან დამოუკიდებელ, არაპარტიულ მუშაობაში, რომლის მიზანია დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება მათგან, ვინც ძირს უთხრის მათ ონლაინ სივრცეებში, მათ შორის კვლევებში, რომლებიც უკავშირდება უცხო გავლენების ძალისხმევებს, მარგინალიზებული ჯგუფების სამიზნეში ამოღებას, და სხვა ზიანს.
გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს, უზრუნველყოფენ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და დაცულობას, დააბრუნებენ მათ საკუთრებას, და საშუალებას მისცემენ გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიაში მათი წვლილის შეტანა.
“ატლანტიკური საბჭო” დიდი ხნის განმავლობაში არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს და ტრანსატლანტიკურ საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანების მისი მისწრაფებების მხარდამჭერი.
"ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორია” აქვეყნებს კვლევებს, რომლებიც ხაზს უსვამს დისკურსისა და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს.
“ატლანტიკური საბჭო” გააგრძელებს საქართველოში თავის მუშაობას საკუთარი მისიის სულისკვეთებისთვის, რომ გლობალურ მომავალს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მივცეთ ფორმა. გავაგრძელებთ ვითარების ყურადღებით მონიტორინგს”, - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ ჩხრეკა ჩატარდა სამ სავარაუდო ე. წ. "ქოლცენტრში", საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა - ატლანტიკური საბჭოს მკვლევრების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ბინებშიც, საიდანაც მათი პირადი და ოჯახის წევრების კუთვნილი ტექნიკა ამოიღეს.
თბილისის პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ქუთაისშიც.
შეგახსენებთ, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე, გამოძიება ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს. სისხლისსამართლის დევნა 100-ზე მეტი ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაყადაღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 100 მილიონზე მეტი ღირებულების აქტივები.
0
0