
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე გამოჩენილი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კომპოზიტორის, მუსიკოსისა და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო. ვაჟა აზარაშვილი იყო არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე. ბატონმა ვაჟამ თავისი ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურაში. სამძიმარს ვუცხადებ ვაჟა აზარაშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და ქართულ საზოგადოებას“, - აღნიშნულია კობახიძის განცხადებაში.
ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
0
0
გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე
22/06/2025