"ძალიან გამიხარდება რომ ერთობა გამოვიდეს... ჩემთვის სასურველი მოკავშირეები არ არიან მხოლოდ მოქმედი პოლიტიკოსები", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს და საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს.
"პირადად მე ძაან მოწადინებული ვარ და ძაან გამიხარდება, რომ ერთობა გამოვიდეს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საკითხი.
უსასრულო ვერ იქნება ვერც ერთი პროცესი. მარტი, ჩემი აზრით, გადამწყვეტი თვეა ამ თვალსაზრისით. ჩემთვის არ არიან მხოლოდ პოლიტიკური პარტიები და მოქმედი პოლიტიკოსები სასურველი მოკავშირეები. არსებობენ ადამიანები, ვისაც თავისი პოზიტიური იმიჯის, გაკეთებული საქმეების კვალდაკვალ ჩამოუყალიბდათ ძალიან კარგი რეპუტაციაც და გავლენაც. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, საინტერესოა.
მე ჟურნალისტმა მკითხა გახარიასთან დაკავშირებით, ვუთხარი, რომ ჩემთვის ნებისმიერი ადამიანი, ვინც კონტრიბუციას გააკეთებს ამ რეჟიმის ცვლილებაში, არის მოლაპარაკებადი. ნებისმიერი. როგორ იქნება, რანაირად იქნება, მოლაპარაკებებს გაერთიანებაზე არ ვგულისხმობ. ზოგადად, დაველაპარაკები თუ არა გახარიას, რას ნიშნავს არ დაველაპარაკები, ფეხებს ხომ არ ვაბაკუნებ. კი, თუ სალაპარაკო იქნება, დაველაპარაკები. თუ თვითონ არ უნდათ, მე ვინც მკითხა, იმას ვუპასუხე ისე, როგორც ვხედავ. მათ თუ ეს არ უნდათ, ლაპარაკი ცალმხრივი ვერ იქნება თავისთავად ცხადია. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ თავისი არმოპლაპარაკების ტაქტიკა, - ამბობს ნიკა გვარამია.
0
0