
„ღმერთმა ჩვენც შეგვინდოს, ბევრ საქმეში ჩვენც ვცოდავთ ხოლმე, ერთმანეთთან ვცოდავთ, ერთმანეთთან შერიგება არ გვინდა. არის ნაწილი, რომელსაც ცოცხალი თავით არ უნდა შერიგება, ეკლესიამ რამდენჯერ მოვუწოდეთ. იქნებ ამ მარხვაში, ორშაბათიდან ღმერთზე იფიქრონ და არ იფიქრონ გარე - გარე სირბილებზე, რადგან საქართველოში სიტუაციას ვერავინ არევს. სამწუხაროა, დალაგება არ გვინდოდეს, იმიტომ რომ, თუ ერთად ვიქნებით განვითარდებით და განვითარება ჩვენთან იქნება. რომელი ერია ჩვენზე დიდი კულტურის მატარებელი ერი? რატომ უნდა ვიყოთ ასე, ვიღაცების დასარიგებელი რა გვჭირს?“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაზე არცერთი სული დასაკარგი არ არის და ყველა ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეს.
„შენდობას ვითხოვ, ეს გულისტკივილი მაქვს, ჩემს ერს ცუდად, რომ ექცევიან სულ არ მაინტერესებს პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ვინმესთან თუ - არა. ჩემ ქვეყანაზე გადის და ჩემს სახელმწიფოს ურტყამენ მაგით და ამიტომ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენგან არავითარი თანაგრძნობა არ ექნებათ, ვინც მასზე ფიქრობს შიგნით თუ გარეთ. ყველამ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი, ჩვენ უცხოებთან და უცხოელებმა ჩვენთან", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
0
0