ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელის იუსტიციის სამინისტროში სტუმრობას იხსენებს და წერს, რომ მას ჰკითხა- იცოდნენ თუ არა, რომ ნაცების რეჟიმმა ბავშვებით გადაავსო ციხეები და არაადამიანურად ეპყრობოდა მათ. რომლისგან პასუხად მიიღო - ,,ციხის სისტემა დახურული იყო ჩვენთვის და შიგნით რა ხდებოდა, არ ვიცოდითო"
,,2012 წლის ბოლო ან 2013 წლის დასაწყისი.
საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელი მობრძანდა იუსტიციის სამინისტროში ახალი მინისტრის გასაცნობად. მან კარგად ისაუბრა ორგანიზაციის მისიასა და მიზნებზე, მომეწონა.
პასუხად ვკითხე, თუ რატომ არ ჰქონდა ორგანიზაციას არც ერთი განცხადება გაკეთებული ან ნაბიჯი გადადგმული, როცა ნაცების რეჟიმმა ბავშვებით გადაავსო ციხეები და არაადამიანურად ეპყრობოდა მათ. პასუხი: ციხის სისტემა დახურული იყო ჩვენთვის და შიგნით რა ხდებოდა, არ ვიცოდითო. ეს შავი ლაქაა თქვენს საქმიანობაში საქართველოში-მეთქი და, მის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ არ მიპასუხა და თავი ჩაღუნა.
ახლა, ღიად, ურცხვად, ქუჩაში მიმდინარეობს ბავშვების გამოყენება პოლიტიკური და სხვა მიზნებისთვის. ახლაც არ იცით?" - წერს წულუკიანი
0
0
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა
11/03/2025