ღაზის სექტორზე ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 313-ს მიაღწია, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად კი, დაღუპულია, სულ მცირე, 300 ადამიანი
A-
+A

ღაზის სექტორზე ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 313-ს მიაღწია. ინფორმაციას მედია ჯანდაცვის ადგილობრივ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის, 20 მცირეწლოვანია, დაშავებულთა რიცხვი კი, 2 000-ს აღწევს. გავრცელებული ცნობით, შვიდი ადამიანი დაიღუპა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
რაც შეეხება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელის მხარეს არსებულ დანაკარგებს, არსებული ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 300 და დაშავებულია 1 800-მდე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის, 26 სამხედროა. ისრაელის ცნობით, თავდამსხმელებმა ათობით ადამიანი გაიტაცეს და ღაზის სექტორში მძევლად ჰყავთ. ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია 400-მდე თავდამსხმელი.
0
0
265
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%