
„ისრაელის მიერ ღაზას სექტორში წარმოებული ომი პალესტინელი ბავშვების ფსიქიკაზე ხანგრძლივად მოახდენს უარყოფით გავლენას და მათი გამოჯანმრთელების შესაძლებლობებს შეამცირებს,“ - ნათქვამია Save the Children-ის მოხსენებაში.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ღაზაში უკიდურესად სუსტი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ბავშვები 7 ოქტომბრამდე უკვე ცხოვრობდნენ. მათი მდგომარეობა გამოწვეული იყო 16-წლიანი ბლოკადით, გადაადგილების თავისუფლების არარსებობით, სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული სხვადასხვა ესკალაციით, ეკონომიკური კოლაფსითა და ოჯახისა და მეგობრებისგან განშორებით.
„მიუღებელია, რომ რომელიმე ბავშვს ამ საშინელებების ატანა უწევდეს, როგორსაც ღაზელები განიცდიან. ღაზაში მცხოვრები ბავშვები მასობრივად შოკისმომგვრელ პერიოდს გადიან. ისინი ნამსხვრევებითა და გვამებით სავსე ქუჩებიდან გარბიან, იძულებულნი არიან, ღია ცის ქვეშ იძინონ. ბავშვები სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვებისა და სუფთა წყლის გარეშე ცხოვრობენ. ეს ომი და ფიზიკური და სულიერი ტრავმა კიდევ უფრო ასუსტებს მათი გამძლეობის უნარს“, - თქვა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია Save the Children-ის დირექტორმა ჯეისონ ლიმ.
0
0