23/04/2024
17:11
მსოფლიო
სასწრაფო დახმარების მუშაკებმა ღაზის სექტორში, ქალაქ ხან-იუნისში ნასერის სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მასობრივი საფლავიდან კიდევ 35 ცხედარი ამოასვენეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ხან-იუნისის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა იამენ აბუ სულეიმანმა განაცხადა, რომ ნასერისა და ალ-შიფას საავადმყოფოების ტერიტორიებზე აღმოჩენილი ცხედრების საერთო რაოდენობა 310-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, ძებნის ოპერაცია გრძელდება.
სულეიმანის მტკიცებით, ზოგიერთ ცხედარს ხელები და ფეხები შეკრული ჰქონდა, დაფიქსირდა სიკვდილით დასჯის ნიშნებიც.
„არ ვიცით, ისინი ცოცხლად დამარხეს თუ დახვრიტეს. სხეულების უმეტესობა გახრწნილია“, - აღნიშნა იამენ აბუ სულეიმანმა.
ნასერისა და ალ-შიფას საავადმყოფოების ტერიტორიებზე მასობრივი საფლავების აღმოჩენას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეძრწუნებულია.
0
0