06/12/2023
10:41
მსოფლიო
,,ღაზაში ბრძოლების განახლებამ მოსახლეობაში შიმშილის კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა,“ - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სააგენტომ, რომელიც მხარეებს კვლავ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
გაეროს მსოფლიო სასურსათო სააგენტოს (WFP) განცხადებით, შვიდდღიანი პაუზის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა ჰუმანიტარული დახმარებით 250,000-მდე ადამიანის უზრუნველყოფა.
თუმცა განცხადებაში ნათქვამია, რომ დახმარების განაწილება ამჟამად "თითქმის შეუძლებელია", რადგან კონფლიქტის გაგრძელება "ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების მუშაკების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის".
გაეროს მსოფლიო სასურსათო სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების მუშაკებს ღაზაში "უსაფრთხო და შეუფერხებელი" გადაადგილების უფლება მიეცეთ, რათა მათ მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის სასიცოცხლო დახმარების უზრუნველყოფა შეძლონ".
„გაეროს მსოფლიო სასურსათო სააგენტო ყველა ლიდერს მაქსიმალურად სწრაფად მუშაობისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს, რომლითაც შესაძლებელია ამ საშინელი კონფლიქტის დასრულება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
0
0