-share.jpg)
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ რამდენიმე პალესტინელი შეიარაღებული პირი კვლავ ისრაელის შიგნით იმყოფება. ამის შესახებ BBC წერს.
სიტყვით გამოსვლისას მან ასევე თქვა, რომ ღაზაში საჰაერო თავდასხმები „მხოლოდ დასაწყისია" და დასძინა, რომ ისინი „ყველაფერს გააკეთებენ ღაზაში ტყვედ მყოფი ისრაელებისთვის".
ნეთანიაჰუს თქმით, ომის დაწყებისას ხუთი მოქმედების შესახებ გასცა ბრძანება.
„პირველი – იმ ტერორისტების დამარცხება, რომლებიც ჯერ კიდევ ისრაელში არიან და სხვების შესვლის აკრძალვა – ოპერაცია, რომელიც გრძელდება. მეორე – გადასვლა მასიურ, უპრეცედენტო შეტევით ოპერაციაზე „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. მესამე – სხვა ფრონტების სიჩუმე, ჩრდილოეთით, „ჰეზბოლას“ პირისპირ, მეოთხე – ოპერაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაგრძელება და ისრაელის მოქმედების თავისუფლების შენარჩუნება, რაც მთავარია, ისრაელის ეროვნული ერთიანობის განმტკიცება. ჩვენს შორის განხეთქილება დასრულდა. ჩვენ ყველანი ერთიანნი ვართ და როდესაც ჩვენ ვართ ერთიანები, ჩვენ ვიმარჯვებთ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ლიდერებს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის.
ისრაელის ტელეარხების ცნობით, ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-მდე გაიზარდა.
0
0