
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ღაზას რამდენიმე საავადმყოფოსთან აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა მსხვერპლი, - ამის შესახებ BBC-ი წერს.
მათ შორისაა ალ-შიფა, უდიდესი სამედიცინო კომპლექსი ღაზაში, ასევე ალ-კუდსი და ინდონეზიური საავადმყოფო, ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Reuters პალესტინის მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
„ჰამასმა“ ტელეგრამის თავის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამტკიცებენ, რომ ეს იყო ისრაელის საჰაერო თავდასხმა ალ-კუდსის მახლობლად. მათ ასევე გამოაქვეყნეს დანგრეული შენობის სურათები და ამტკიცებენ, რომ ის ქუვეითის საავადმყოფოა. ვიდეოსა და სურათების ავთენტურობის გადამოწმება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
BBC-მ სთხოვა ისრაელის თავდაცვის ძალებს დაადასტურონ, განხორციელდა თუ არა საჰაერო თავდასხმები ამ ტერიტორიებზე. მათ მედიას განუცხადეს, რომ ამოწმებენ.
0
0