
ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა.
„მე კარგად ვაგვარებ ომებს. კარგად ვამყარებ მშვიდობას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შენარჩუნდება.
„ვფიქრობ, ის შენარჩუნდება. არის ბევრი მიზეზი, რატომ შენარჩუნდება ის, თუმცა, ვფიქრობ, ხალხი დაიღალა ამით. ეს საუკუნეებია, გრძელდება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ბორტზე მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭო“ მალე დაკომპლექტდება. მან ასევე დადებითად შეაფასა პროცესში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და კატარის როლი.
0
0
დღეს სვეტიცხოვლობაა
14/10/2025
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ელჩს შეხვდა
13/10/2025