30/10/2023
11:47
მსოფლიო
გაეროს ბავშვთა დახმარების სააგენტო Unicef-ის ცნობით, ღაზაში მცხოვრები ბავშვები "კატასტროფულ" მდგომარეობაში არიან - მშობლები იძულებულნი არიან, რომ მათ მარილიანი წყალი მისცენ.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტობი ფრიკერმა BBC-ს განუცხადა, საკვების დეფიციტის პრობლემა, რომელიც ღაზაში მიმდინარე კონფლიქტამდეც კი არსებობდა, "კიდევ უფრო გამწვავდა".
ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების პარტიის შესვლის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, ფრიკერმა უპასუხა: ”ეს მარაგი უკიდურესად მინიმალურია. როდესაც ვხედავთ მოსახლეობის უზარმაზარ მოთხოვნილებებს, ჰუმანიტარული დახმარება კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.“
„კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტონ. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ბავშვებს ხოცავენ და ასახიჩრებენ. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი - ბავშვების სიცოცხლის დაცვა და შენარჩუნება”, - დასძინა ფრიკერმა.
0
0