
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასულ ღამეს "ჰამასის" ასობით ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურეს.
IDF-მა განაცხადა, რომ ის აგრძელებს თავდასხმებს ღაზის სექტორზე. უწყების ცნობით, განადგურდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების ადგილები, გვირაბის შახტები, სადაზვერვო ინფრასტრუქტურა, ოპერატიული შტაბი და სხვა შტაბები.
ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე აცხადებს, რომ "ასევე ათზე მეტი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული".
The Times of Israel-ი „ჰამასთან“ დაკავშირებულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ჰამასის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აბდელ აზიზ ალ-რანტისის ქვრივი ჯამილა ალ-შანტი, პირველი ქალი, რომელიც დაჯგუფების პოლიტიკური ბიუროს წევრად აირჩიეს, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ალ-შანტი 2021 წელს პირველი ქალი გახდა, რომელიც „ჰამასის“ პოლიტიკურ ბიუროში, გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ორგანოში, აირჩიეს. მისი ქმარი, აზიზ ალ-რანტისი 2004 წელს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
0
0