08/07/2024
11:44
მსოფლიო
ღაზას ჩრდილოეთით მდებარე კამალ ადვანის საავადმყოფოში ახალშობილები სიცოცხლისთვის იბრძვიან. არასრულფასოვანი კვების პირობებში, დედებს ჩვილები, ფაქტობრივად, შიმშილით ეხოცებათ.
„ორ კვირაში, 250-ზე მეტი პაციენტი აღმოვაჩინეთ, რომლებიც არასრულფასოვნად იკვებება. უახლოეს დღეებში, მათი რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. საავადმყოფოს ინკუბატორში ჩვილების ცხედრები დაკრძალვას ელოდება. ვთხოვთ მსოფლიოს, რომ დაგვეხმაროს სიცოცხლისთვის აუცილებელ საკვებსა და სუფთა სასმელ წყალზე წვდომაში“, - თქვა კამალ ადვანის საავადმყოფოს დირექტორმა ჰასამ აბუ საფაჰმა.
როგორც ცნობილია, ეგვიპტესა და ღაზას შორის რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტილი რჩება, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალები მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებს აგრძელებენ. აშშ-ის სამხედრო ნავსადგურმა, მღელვარე ზღვის გამო, კვლავ შეაჩერა ოპერაციები და მის მიერ მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარების დიდი ნაწილი ღაზას მოსახლეობამდე ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.
0
0