-share.jpg)
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასის“ ახალი წინადადება ითვალისწინებს პალესტინელი ტყვეების სანაცვლოდ ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.
როგორც Reuters-ი წერს, წინადადების თანახმად, 700-1000 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ, პირველ ეტაპზე უნდა გათავისუფლდნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფი მძევლები. ისრაელში მყოფი 100 პატიმარი სამუდამო პატიმრობის სასჯელს იხდის. საწყისი ეტაპი ასევე მოიცავს "წვევამდელი ისრაელელი ქალების" გათავისუფლებას.
მძევლებისა და ტყვეების თავდაპირველად გაცვლის შემდეგ, ბოევიკების ჯგუფმა ისრაელს ცეცხლის საბოლოო შეწყვეტის თარიღთან და ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანის თაობაზე შეთანხმების დადება შესთავაზა. ორივე მხარის დარჩენილი ტყვეები მეორე ეტაპზე გათავისუფლდებიან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებით, „ჰამასის“ ახალი პოზიცია "არარეალურ მოთხოვნებს" ეფუძნება.
0
0