
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში, საკანალიზაციო სისტემაში ჩამდინარე წყლებში ახალი ვირუსი გამოვლინდა, რომელიც პოლიომიელიტს იწვევს.
„ჩამდინარე წყლები UNICEF-თან თანამშრომლობით შემოწმდა და დადგინდა, რომ ღაზაში მცხოვრები ათასობით ადამიანი პოლიომიელიტით დაინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფება. დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ისრაელის აგრესია, მოსახლეობა უნდა მომარაგდეს სუფთა სასმელი წყლით, შეკეთდეს საკანალიზაციო ხაზები და დასრულდეს მოსახლეობის იძულებით გადაადგილება. თუ შესაბამისი ზომები არ მიიღება, ჯანდაცვის სფეროში ახალი კატასტროფაა მოსალოდნელი,“ - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, პოლიომიელიტით, ძირითადად, ბავშვები ავადდებიან და ის, ჩვეულებრივ, ვრცელდება ჰიგიენის დაუცველობით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით. იშვიათ შემთხვევებში, პოლიომიელიტს შეიძლება თან ახლდეს გრძელვადიანი და სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომები, რომლებიც გავლენას ახდენს ტვინსა და ნერვებზე, მათ შორის შეიძლება გამოიწვიოს დამბლა.
ექიმები ასევე შიშობენ, რომ ომით გამოწვეული ანტისანიტარიული პირობების გამო, ღაზას სექტორში შესაძლოა ქოლერას აფეთქება მოხდეს.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026