
როგორც BBC-ი წერს, ეგვიპტესა და სამხრეთ ღაზას შორის მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტი შესაძლოა დღესვე - 20 ოქტომბერს - გაიხსნას, რათა ღაზაში საჭირო ჰუმანიტარული მარაგი გაიგზავნოს.
ეგვიპტის სურსათის ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ სარჰანმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეიძლება შეფერხდეს, თუ რაფაჰის გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ინტენსიური დაბომბვა გაგრძელდება.
„ღაზაში შეღწევაში მხოლოდ ის გვაფერხებს, რომ ისრაელის არმია ღაზას მთელ მონაკვეთს ბომბავს. ჩვენ უკვე რვა დღეა საზღვარზე ვართ განლაგებული და ბომბები ყოველ წუთს ცვივა. ისინი უდობნოს ზონასაც კი ბომბავენ, სადაც არც ცხოველები არიან და არც ადამიანები.
ჩვენ მზად ვართ კრიზისულ ზონაში შესასვლელად, მაგრამ ეგვიპტის ხელისუფლება ისე არ შეგვიშვებს, თუ ჩვენ გარანტიას ვერ მივიღებთ, რომ არ დაგვხოცავენ“, - განაცხადა მოჰსენ სარჰანმა.
0
0