ღაზას სექტორში მოკლულია „ისლამური ჯიჰადის” ოპერაციების ხელმძღვანელი - ისრაელის არმია
12/05/2023
23:10
მსოფლიო
A-
+A
ისრაელის არმია ადასტურებს, რომ ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლულია დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის” ოპერაციების ხელმძღვანელი.
ისრაელის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ იად ალ-ჰასანი, „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებზე, გარდაიცვალა ქალაქ ღაზაში, სამალავ ბინაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად.
„ის ჩართული იყო ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც დაჯგუფების მიერ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშების თაობაზე მიიღებოდა,“ – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა.
ისრაელის არმიის განცხადებით, ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიში მიიტანა „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ორ სამეთაურო ცენტრზე.
0
0
164
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%