
რაც შეეხება თანხას და აღნიშნულ ეპიზოდს, ამასთან დაკავშირებით მისცა სწორედ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენება, განმარტებები გააკეთა ამ თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით, - განაცხადა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თანხის ოდენობაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.
„კითხვები უკავშირდებოდა მის ბიზნეს საქმიანობას იმ პერიოდზე, როდესაც იგი კერძო სექტორში იყო და ასევე იმ პერიოდზე, როდესაც იგი იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს. ბატონმა ირაკლიმ გასცა ამომწურავი პასუხი ყველა კითხვას, რაც გამოძიებას ჰქონდა. რაც შეეხება მოლოდინებს, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეაფასონ შესაბამისმა უწყებებმა. რაც შეეხება თანხას და აღნიშნულ ეპიზოდს, ამასთან დაკავშირებით მისცა სწორედ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენება, განმარტებები გააკეთა ამ თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოდენობას და სხვა დეტალებს, ამაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე განმარტებებს ვერ გავაკეთებ”, - განაცხადა ადვოკატმა.
0
0