05/06/2023
16:50
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები მიმოიხილეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანნა მარია შიკო ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0