
ღარიბაშვილი პრორუსული პოლიტიკოსია, ის ყოველთვის ასე აღიქმებოდა. ღარიბაშვილის გარემოცვაა კახა თარგამაძე, ვიღაც ბიზნესმენები, ძველი, რუსი, ჩაქცეული, მელეხი, რუსეთში გამდიდრებული „ცეხავიკები“, ეს არის მისი გარემოცვა, სულ ამ გარემოცვაშია -ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„ღარიბაშვილი პრორუსული პოლიტიკოსია, ის ყოველთვის ასე აღიქმებოდა. ღარიბაშვილის გარემოცვაა კახა თარგამაძე, ვიღაც ბიზნესმენები, ძველი, რუსი, ჩაქცეული, მელეხი, რუსეთში გამდიდრებული „ცეხავიკები“, ეს არის მისი გარემოცვა, სულ ამ გარემოცვაშია. იმ წრის მეგობარია, რომელიც რუსულ რბილ ძალას წარმოადგენს, ძალიან მდიდარ ხალხზეა ლაპარაკი. ღარიბაშვილი ყოველთვის ასე იყო, პროევროპული ლიდერი არასდროს არ ყოფილა, ღარიბაშვილი არის თავისი ტვინით და მენტალიტეტით რუსეთის მომხრე“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის და ამას ისტორია პასუხს აუცილებლად გასცემს.
“„ქართულ ოცნებაში“ შეიძლება დარჩნენ პროდასავლური პოლიტიკოსები, მაგრამ ისინი ამ პროცესებზე გავლენას ვერ ახდენენ. მე კითხვის ნიშანი არ მრჩება, რომ დღეს რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და შედის მხოლოდ რუსეთის ინტერესში, რუსული დიდი პოლიტიკის ინტერესში. ბიძინა ივანიშვილმა რატომ აირჩია ეს გზა ისტორია ალბათ, ამას პასუხს გასცემს ადრე თუ გვიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათი პოზიციონირება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და ამის გამო ეს ადამიანები პასუხს აგებენ, შეიძლება ძალიან მძიმედაც აგონ პასუხი, უბრალოდ დღეს ვერ ვხედავთ რა შეიძლება სიმძიმე იყოს პასუხისგების, მაგრამ ეს ასე არ ჩაივლის, ამას ვერავინ ვერ გაატარებს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
0
0