-share.jpg)
ძლიერი წვიმისა და უამინდობის შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა ლანჩხუთში, ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში.
,,ოდილაურში კატასტროფაა. ზვავმა წაიღო მამუკა ნაკაიძის სახლი. უმძიმესი მდგომარეობაა ჩაკეტილები ვართ,”-ადგილობრივები ინფრომაციას აქვეყნებენ სოციალურ ქსელში.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად სახლში მყოფი ადამიანები ცოცხლები და უვნებლობის გადარჩნენ.
,,საბედნიეროდ, მოასწრეს გამოსვლა”. მომხდარს ოჯახიც ადასტურებს.
,,სახლი მთლიანად წაიღო. ღამის ოთხი საათი იქნებოდა სახლის ჭრიალმა გამოგვაღვიძა. საჩქაროდ დავტოვეთ სახლი და ნახევარ საათში აქედან მთლიანად წაიღო მეწყერმა”.
მოსახლეობისვე ინფორმაციით რთული ვითარება შეიქმნა სოფელ წიაღობანშიც.
მძიმე ვითარებაა სოფელ შრომისუბანშიც, სადაც რამდენიმე ოჯახში შევარდნილმა სუფსის წყალმა მძიმე შედეგები გამოიწვია და სავარაუდოდ არის მსხვერპლიც.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურიის და აჭარის რეგიონებში სტიქიის ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში სამ პირს ეძებენ. მათ შორის 2 არასრულწლოვანია.
წყარო: “გურიანიუსი”
0
0