საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეიოფის ნახევარფინალურ შეხვედრას UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია გახსნის.
ილია თოფურიამ პირად ფეისბუკ გვერდზე ერთ-ერთ გულშემატკივარს, რომელიც საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე საჩემპიონო ქამრის ჩამოტანას სთხოვდა, უპასუხა, რომ იქ იქნებოდა:
„მანდ ვიქნები“ — დაუწერია თოფურიამ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გულშემატკივარს.
საქართველოსა და ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი დინამო არენაზე 21 მარტს გაიმართება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი პირველივე დღეს სრულად გაიყიდა.
თოფურიამ გახსნა ესპანეთში მადრიდის რეალისა და სევილიას მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე, თუმცა საქართველო-ლუქსემბურგი უეფას ეგიდით ტარდება.
0
0