
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის პოზიციაზე ისაუბრა. ამ თემაზე კომენტარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ გააკეთა.
„მინდა გავიხსენო ცნობილი „ტროიკა“ - ხოშტარია, ვაშაძე, ჯაფარიძე. აქედან ერთ-ერთი პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას და ეს არაფერია. საერთოდ არაფერი. მერე რა? მილიონობით რუბლს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თან გეუბნება, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებს და იქ არ გააჟრიალა, მილიონობით რუბლი რომ ჩაურიცხეს. ეს ხომ ორმაგი სტანდარტიც არ არის, ამაზე მეტია. ეს ერთი.
ვაშაძე, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას, არშემოშვებას და ა.შ., რუსეთის მოქალაქეზე, რუსზე აქირავებს საკუთარ ბინას.
და ზურა ჯაფარიძე, რომლისთვისაც სიფრთხილე არასწორი რამეა და ერთ ადგილს რომ მიუშვერ რუს სამხედროებს, ეს ყოფილა კარგი საქციელი. ეს არის ორმაგი სტანდარტი და უფრო მძიმე რამ“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0