
"სწორედ ეს არის ზოგიერთი ევროპული ორგანიზაციის მხრიდან რეალობისგან მოწყვეტის და ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების საუკეთესო მაგალითი." - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომ გერმანულმა სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ „მედია განვითარების ფონდის“ და „მითების დეტექტორის“ ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი სიტყვის თავისუფლების დარგში პრემიის ლაურეატად დაასახელა.
"სწორედ ეს არის ზოგიერთი ევროპული ორგანიზაციის მხრიდან რეალობისგან მოწყვეტის და ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების საუკეთესო მაგალითი.
გერმანულმა "დოიჩე ველემ" სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს. ადამიანს რომელიც იყო
▪️სააკაშვილის რეჟიმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ცენზორი 2005-2009 წლებში (!)
▪️სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2010-2013 წლებში (!)
▪️სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი." - წერს პაპუაშვილი
0
0