
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი კიევს მოულოდნელად ეწვია და პირობა დადო, რომ უკრაინა გერმანიის, დანიასა და ნიდერლანდებისგან 100-ზე მეტ Leopard-2-ს მიიღებს.
პისტორიუსი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. რეზნიკოვმა პისტორიუსთან შეხვედრის ფოტო საკუთარ Twitter-ზეც გაავრცელა წარწერით: "გერმანული წარმოების Leopard-2-ის "პირველი" ტანკი ადგილზეა, კიდევ ბევრ ასეთს ველით".
გარდა ამისა, გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 1-ის ტიპის ტანკებსაც გადასცემენ.
ასევე, გერმანული გაზეთი Sueddeutsche Zeitung-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის წარმომადგენლები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ კატართან, რათა კიევისთვის გადასაცემად გამოესყიდათ Gepard-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის თვითმავალი სისტემები, რომლებიც დოჰამ ბერლინისგან მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონის დასაცავად შეიძინა. საუბარია Gepard-ის 15 ერთეულზე.
გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2A6-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემს და პარტნიორ ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების ექსპორტის უფლებას მისცემს.
წყარო: tabula.ge
0
0
ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას შეხვდა
05/03/2025