
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუაშვილმა და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა, ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ბასლმა გერმანიის სახელით განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე.
"ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები. ჩვენს ქვეყნებს ძალიან ბევრ სფეროში პარტნიორული ურთიერთობები აქვთ. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარლამენტარებთან, ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია. GZT-თან ერთად ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს და ეს უფრო ინტენსიური გახდება. დიდი ხანია, რაც გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას.
რუსეთის ომმა უკრაინაში განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოსთვის, და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც ჩამოვედი საქართველოში. საქართველოში იციან, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია.
გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, ჩემთვის პირადად შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის. მაგრამ, პრაიდის ფესტივალის ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას. არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები და მე გერმანიის სახელით, ვამბობ რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე" - განაცხადა პრესკონფერენციაზე ბასმა.
0
0