26/11/2021
17:13
პოლიტიკა
კერძოდ Bild-ის ინფორმაციის მიხედვით, დიპლომატის ცოლი უნივერსიტეტში მუშაობს, რომელიც ყოფილმა პრემიერმა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ააშენა.
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა მიგელ ბერგერმა განაცხადა, ბრადლებები იმის შესახებ, რომ ელჩის ცოლის მუშაობამ კომპიუტერული მეცნიერების ლექტორის თანამდებობაზე დიპლომატის პროფესიულ საქმიანობაზე ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს, უსაფუძლოა. „ელჩის მეულღეების ისეთი პროფესიული საქმიანობა, რომელიც კანონით აკრძალული არ არის, არ არის პოლიტიკური თანამდებობა და რომლის მიხედვით განსაზღვრული საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი შრომითი ანაზღაურება, არ შეიძლება იყოს კორუფციაში ბრალდებისთვის საფუძველი“. - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.
„საზღვარგარეთ გაგზავნილი თანამშრომლების დასაქმების საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი ყურადღების ცენტრშია, რადგანაც ასე მათ უკეთესად შეუძლიათ ბალანსის დაჭერა ოჯახსა და სამსახურს შორის და გააგრძელონ საკუთრი პროფესიული კარიერა“ - განაცხადა მიგელ ბერგერმა.
სახელმწიფო მდივანმა ბერგერმა განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს და მთლიანად გერმანიის საელჩოს, როგორც მათ მოვალეობებს შეესაბამება, საქართველოს მთავრობასთან, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კარგი ურთიერთობები გააჩნია. „გერმანიას მრავალწლიანი და კარგი ურთიერთობები აქვს საქართველოსთან და გერმანიის მთავრობის ცვლილების შემდეგ ის საქართველოს საიმედო პარტნიორი დარჩება, - განაცხადა მიგელ ბერგერმა.
მან ასევე დაამატა, რომ გერმანიის ახალი სამთავრობო კოალიციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის გაგრძელებაა.
0
0
„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა
19/01/2025