
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და რუსეთს მოუწოდა, არ ჩაატარონ ბირთვული იარაღის ტესტირება.
იოჰან ვადეპულის თქმით, „ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, უფრო რეაქციაა იმაზე, რომ რუსეთმა წარსულში გამოიყენა ბირთვული ძრავის მქონე სისტემები”.
„მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული იარაღის მქონე ხუთივე სახელმწიფომ გააგრძელოს ტესტირების მორატორიუმების დაცვა. მოვუწოდებ მათ: ტესტირების მორატორიუმი უნდა შენარჩუნდეს”,- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მოწოდება ასევე ეხება ჩრდილოეთ კორეას, „ერთადერთ სახელმწიფოს, რომელიც ატარებს ბირთვული იარაღის ტესტირებებს 21-ე საუკუნეში“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს მისცა დავალება, „დაუყოვნებლივ დაიწყოს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის ტესტირება“.
0
0
 
             
             
             
             
             
            