
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის პროცესს. აღნიშნულის შესახებ იოჰან ვადეპულმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე განაცხადა.
„გერმანიის მხრიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, სავარაუდოდ, პროცესის დასასრულს მოხდება, მაგრამ ეს პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს“, – აღნიშნა ვადეპულმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, წინსვლის ერთადერთი გზა ბრძოლის დაუყოვნებლივ დასრულება და მძევლების გათავისუფლებაა.
„რეგიონს ახლა სჭირდება დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ღაზაში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარება და მძევლების დაუყოვნებლივი, უპირობო გათავისუფლება“, – აღნიშნა ვადეპულმა.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ 21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.
0
0