გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს თავშესაფრის წარუმატებელი მაძიებლების უფრო მარტივ და სწრაფ დეპორტაციას, ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ამ ნაბიჯით გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა ცდილობს, გაუმკლავდეს არალეგალურ მიგრაციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კანონპროექტია მიხედვით, დეპორტაციამდე დაკავების კანონიერი მაქსიმალური ვადა 10 დღიდან 28 დღემდე გახანგრძლივდა.ხელისუფლებას ექნება მეტი უფლებამოსილება, როდესაც საქმე შეეხება ჩხრეკის ჩატარებას, მაგალითად, ახალი კანონპროექტით პოლიციას უფლება ექნება, შევიდეს საერთო საცხოვრებელში და არა მხოლოდ დეპორტირებული პირის ოთახში.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ბუნდესტაგის დებატებში კანონს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფაიზერმა დაუჭირა მხარი.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დარჩენის უფლების არმქონე ადამიანებს უფრო სწრაფად მოუხდეთ ჩვენი ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა ფეზერმა.
მისი თქმით, კანონი ასევე დაეხმარება ხელისუფლებას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, კერძოდ ადამიანებით ვაჭრობის ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამასთან.
0
0