გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მმართველი კოალიციის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (SPD) მიხაილ როთი გერმანიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეამცირონ.
”ეს იქნება ფატალური სიგნალი გერმანიის მთავრობის მხრიდან უკრაინის მიმართ, თუ მომავალ ფედერალურ ბიუჯეტში არ იქნება თანხები ახალი სამხედრო დახმარებისთვის”, - აღნიშნა როთმა Funke Mediengruppe-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინის არმია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად გადავიდა შეტევაზე და ქვეყანას ევროპაში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მოკავშირის, გერმანიის სრული მხარდაჭერა სჭირდება.
„ამის ნაცვლად, სამხედრო დახმარების სამომავლო დაფინანსების შესახებ დებატები ჰგავს გერმანიის მიერ პასუხისმგებლობის ფარულ თავის არიდებას“, - აღნიშნა როთმა.
შეგახსენებთ, მანამდე გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან ბერლინი კიევისთვის სამხედრო დახმარებას განახევრებას გეგმავს.
0
0