
„უოლ სთრით ჯოურნალის“ ცნობით, გერმანიის მთავრობამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების საქმეზე შვიდი ადამიანის დაპატიმრების ორდერი გასცა.
როგორც ამერიკული გამოცემა წერს, „გამოძიებამ დაადგინა ის კომპანია, რომელმაც მილსადენის აფეთქებაში მონაწილე პირებს მიაქირავა ხომალდები, ასევე ტელეფონის ნომრები და ავტომობილების სანომრე ნიშნები.
„შედეგად, პოტსდამის პოლიციის გამომძიებლების ჯგუფმა შეაგროვა ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია, უკრაინულ სამხედრო ქვედანაყოფებში მომსახურე სამი უკრაინელი სამხედროსა და ოთხი გამოცდილი მყვინთავის დაკავების ბრძანება გასცე“, – წერს „უოლ სთრით ჯოურნალი“.
ცნობისთვის, მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ და „ჩრდილოეთ ნაკად-2“-ზე აფეთქებები 2022 წლის შემოდგომაზე მოხდა, რასაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა. წყალქვეშ აფეთქებები მოხდა ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ ბორნხოლმის სიახლოვეს, რამაც მილსადენი დააზიანა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება შეუძლებელი გახდა. გერმანელი გამომძიებლების ცნობით, აფეთქებაში მონაწილეობდა შვიდი ადამიანი, მათ შორის ოთხი მყვინთავი, რომელთაც 49 წლის უკრაინელი სერგეი კ. ხელმძღვანელობდა. ის 2025 წლის ზაფხულში ადრიატიის ზღვის სანაპიროზე დააკავეს, სადაც ოჯახთან ერთად ისვენებდა. ამჟამად სერგეი კ. იტალიაში, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. სასამართლომ ორჯერ მიიღო მისი გერმანიაში ექსრადირების გადაწყვეტილება, თუმცა დაცვის მხარე ვერდიქტს ასაჩივრებს.
კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს პოლონეთში. 46 წლის უკრაინელი ვლადიმირ ჟ-ს გერმანიაში ექსტრადირებაზე ვარშავის სასამართლომ უარი თქვა. 2025 წლის ოქტომბერში სასამართლომ მისი გათავისუფლების განკარგულება გასცა. გერმანელი გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მილსადენების აფეთქების ოპერაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ვალერი ზალუჟნი ხელმძღვანელობდა. მათივე თქმით, ოპერაციის მიზანი ნავთობის გაყიდვიდან რუსეთის მიერ მიღებული შემოსავლის, ასევე მოსკოვისა და ბერლინის ეკონომიკური კავშირების შემცირება იყო.
0
0
ნიკოლა სარკოზიმ ციხე დატოვა
10/11/2025