
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბერლინში!" - გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე კარტოზია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრია. ქართველი ენათმეცნიერი გერმანიას კარგად იცნობს - მას ბერლინში, ოდერის ფრანკფურტსა და ზაარბრიუკენში სწავლისა და პედაგოგიური მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
საქართველოს ელჩთან ერთად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა კიდევ ექვსი ქვეყნის ახლად დანიშნულ ელჩებს:
ჩილე: ხორხე ედუარდო სანდროკ კარასკო - საკონსტიტუციო სამართლის პროფესორი, რომელსაც ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში აქვს განათლება მიღებული.
ჰონდურასი: სანდრა იამილეთ პონსე აგილერა - იურისტი, გაეროსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს ყოფილი სპეციალური პროკურორი.
ნიგერია: იტა სოლომონ ჯეიმს ენანგი - ყოფილი სენატორი და ნიგერიის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი.
მავრიტანია: სიდი ალი სიდი ალი - გამოცდილი დიპლომატი, რომელსაც ელჩის პოსტი ეკავა ტუნისში, საუდის არაბეთსა და ესპანეთში.
წმინდა საყდარი (ვატიკანი): არქიეპისკოპოსი ჰუბერტუს ვან მეგენი - აპოსტოლური ნუნციუსი კენიასა და სამხრეთ სუდანში.
მადაგასკარი: ალენ მანაჯარი რაზაფიმბელო - ინჟინერი და ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში ბერლინში მადაგასკარის საელჩოში საქმიანობდა.
გერმანიის პრეზიდენტმა ყველა დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
0
0