25/10/2025
12:49

ფრიდრიხ მერცი ელოდება, რომ ამერიკა "როსნეფტის" გერმანულ ბიზნესს სანქციებისგან გაათავისუფლებს.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, საკითხი ამერიკელებთან განიხილება.
"ვვარაუდობ, რომ "როსნეფტისთვის" შესაბამისი გამონაკლისი დაიშვება", - ამბობს მერცი.
"ამ საკითხს ამერიკელებთან განვიხილავთ, ვვარაუდობ, რომ "როსნეფტი" გათავისუფლდება სანქციებისგან. უპირველესად ეს გამონაკლისი მოკლედ განვიხილეთ, თუმცა კითხვა ისაა, საერთოდ საჭიროა თუ არა გამონაკლისი, რადგან აშშ-ის მთავრობამ ნათლად განაცხადა, რომ ის მინიმუმ 50% უნდა იყოს, ის 50%-ია, ამიტომ, ამას განვიხილავთ ამერიკელებთან. ვვარაუდობ, რომ შესაბამისი გამონაკლისი ასევე მიენიჭება "როსნეფტსაც", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
"როიტერის" ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება ცდილობს "როსნეფტის" გერმანული შვილობილი კომპანიები შტატების ახალი სანქციებისგან დაიცვას. სააგენტოს ცნობით, რამდენიმე ბანკმა უკვე განაცხადა, რომ სანქციებმა შესაძლოა მათ ხელი შეუშალოს გერმანიაში რუსული ნავთობკომპანიის შვილობილ კომპანიებთან ბიზნეს ურთიერთობაში.
შტატების სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, "როსნეფტსა" და "ლუკოილს" სანქციები დაუწესა. შეზღუდვები მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდას და კრემლის შესაძლებლობების შეზღუდვას, რომ ომის გასაგრძელებლად შემოსავალი მიიღოს.
0
0