გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
20/01/2025
13:09
პოლიტიკა
A-
+A
გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ლევან იზორია პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტს ცოტა ხნის წინ დაინიშნა.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ლევან იზორია ირაკლი კობახიძის მრჩევლად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მას გერმანიაში ელჩობის ვადა ამოეწურა.
ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. ამ კომისიის მდივანი კი მისი მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ლევან იზორია იქნება.
შეგახსენებთ, რომ ლევან იზორია გერმანიაში ელჩად 2020 წლის თებერვალში დაინიშნა.
0
0
178
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%