გერმანიაში პოლიციამ კაცი მოკლა, რომელიც გამვლელებს დანით თავს დაესხა
A-
+A
გერმანიის ქალაქ მიორსში პოლიციელებმა კაცი მოკლეს, რომელიც ქუჩაში გამვლელებს დანით თავს დაესხა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
პოლიციამ 26 წლის კაცი მაშინ მოკლა, როდესაც ის ორი დანით ხელში მათ მიუახლოვდა. „პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს“, - წერია ქალაქ დიუსბურგის პოლიციის სამმართველოს განცხადებაში.
თავდამსხმელის გარდა ინციდენტის დროს მეტი არავინ დაშავებულა. თავდამსხმელი გერმანიის მოქალაქეა. მიმდინარეობს ამ ფაქტის გამოძიება.
ეს გერმანიაში ბოლო დროს დანით თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. 23 აგვისტოს დანით შეიარაღებული სირიელი მიგრანტი ქალაქ ზოლინგენში ფესტივალის მონაწილეებს თავს დაესხა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა. თავდამსხმელი, რომელიც პოლიციამ დააკავა, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი.
0
0
282
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%