-share.jpg)
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ანალიზები გერმანიაში, ლიმბახის ლაბორატორიაში გაიგზავნა და დადგინდა, რომ სისხლში მძიმე მეტალების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა არ დასტურდება.
„განმეორებით ჩატარდა ყველა ანალიზი, განსაკუთრებით, მის ძირითად დაავადებებთან რაც გამოტანილი გვაქვს. შემოწმდა სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა და მივიღეთ პასუხი ლიმბახის ლაბორატორიიდან, გერმანულ ლაბორატორიაში გვქონდა გაგზავნილი და ყველა ჩამოთვლილი მეტალი, რომლებსაც ვიკვლევდით, არის ნორმის ფარგლებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტთან მიმართებით მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ აქვს. მეორედ შესრულდა კვლევა და ინტოქსიკაციის, მოწამვლის არანაირი ნიშანი ამ ანალიზით არ დასტურდება“, - განუცხადა ზურაბ ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედს“.
0
0