09/12/2022
17:13
მსოფლიო
ეჭვმიტანილს, რომელიც ეკუთვნოდა მეამბოხე ჯგუფს, რომელიც გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას გერმანიაში, აღმოაჩინა, რომ ჰქონდა „მტრების“ სია, რომელშიც შედიოდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. ამის შესახებ გამოცემა TAZ იუწყება.
სიაში 18 სახელი იყო. მათ შორის ბუნდესტაგის შვიდი წევრი. სიაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბურბოკი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი სასკი ესკენი, ამავე პარტიის გენერალური მდივანი კევინ კუნერტი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი და პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თვმჯდომრე ფრიდრიხ მერცი, კანცლერობის ყოფილი კანდიდატი ამავე პარტიიდან არმინ ლაშეტი.
სასკი ესკენმა გაჟონილი ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომ საფრთე უნდა შეფასდეს სათანადოდ. „ეს ხალხი არ ფანტაზიორობს მხოლოდ შეთქმულების თეორიებზე. მათ ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, რომელთა განსახორციელებლად მზად არიან“ - განაცხადა ესკენმა.
0
0