
გერმანიის ბავარიის მხარეში ავტობანზე მომხდარ ავარიას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა და ათი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილს, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, მანქანა, რომელშიც 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა, პოლიციისგან გაქცევას ცდილობდა. ის მიუნხენისკენ მიდიოდა, რა დროსაც პოლიციამ შესამოწმებლად ავტომობილის გაჩერება სცადა. მძღოლი პოლიციის ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა. ამ დროს ავტომობილი გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მიუნხენის მიმართულებით ავტობანი დროებით დაიხურა. ამჟამად იმ პირთა წარმომავლობის დადგენა მიმდინარეობს, რომლებიც მანქანაში იმყოფებოდნენ.
0
0