გერმანიაში აუცრელებისთვის კოვიდშეზღუდვები გამკაცრდა
03/12/2021
10:21
მსოფლიო
A-
+A
„კოვიდ-19“-ის მეოთხე ტალღასთან საბრძოლველად, გერმანიის ფედერალურმა და ადგილობრივმა მთავრობამ ახალი შეზღუდვები მიიღეს, რომლებიც ძირითადად აუცრელ ადამიანებს შეეხებათ.
კერძოდ, მაღაზიებში, სადაც პირველადი დანიშნულების პროდუქტები არ იყიდება, მხოლოდ ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილ მოქალაქეებს შეუშვებენ.
სკოლებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. იმ რაიონებში, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განსაკუთრებით რთულია, დაიხურება ღამის კლუბები. კერძო წვეულებებზე დახურულ სივრცეში დაშვებული იქნება მხოლოდ 50 ადამიანის დასწრება, ხოლო ღია სივრცეებში 200 ადამიანს დაუშვებენ.
ასევე შეიზღუდება სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა. ახალ წელს აიკრძალება ფოიერვერკების გამოყენება და წვეულების გამართვა.
მსგავსი შეზღუდვები გერმანიის რეგიონების ნაწილში ახლაც მოქმედებს, თუმცა ახლა ეს წესები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.
0
0
455
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%