20/10/2022
17:20
მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ქვეყანამ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას თავი დააღწია და ვლადიმერ პუტინის ფსონმა გაზის შანტაჟზე არ გაამართლა. ამის შესახებ მან ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, - წერს Die Welt-ი.
"პუტინის დროს დღევანდელი რუსეთი სანდო სავაჭრო პარტნიორი აღარ არის. პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის გათიშვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც შეცდა. ზამთარს ერთად გადავიტანთ", - განუცხადა შოლცმა დეპუტატებს.
მისი თქმით, ზამთრისთვის მომზადების ფარგლებში, გერმანიამ გაზის მიღება საფრანგეთიდან დაიწყო, თხევადი აირის პირველი ტერმინალები გასაშვებად მზადდება, მიწოდების ახალი კონტრაქტები გაფორმებულია, ატომური ელექტროსადგურების მუშაობის გაგრძელებასა და ნახშირზე დროებით გადასვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია.
შოლცმა დასძინა, რომ გერმანიის მოქალაქეებს ენერგიის დაზოგვისთვის ძალიან ემადლიერება.
“დამოკიდებულებისგან გავთავისუფლდით და მომავალი ზამთრისთვის კარგად მოვემზადეთ. საჭირო ზომებს ვიღებთ და სხვებს დაშინების უფლებას არ ვაძლევთ. ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, თუ როგორ შევამციროთ ზედმეტად მაღალი ფასები ენერგიაზე”, - ხაზგასმით აღნიშნა კანცლერმა.
0
0