15/11/2022
18:44
მსოფლიო
გერმანიის ხელისუფლებამ 2023 წლის ივნისისთვის 5 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცის მომზადება გადაწყვიტა. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ში წერს.
„შემდგომი ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად: მინისტრმა ლამბრეხტმა ბრიუსელში განაცხადა, რომ 2023 წლის ივნისისთვის გერმანიაში 5000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი წვრთნას გაივლის. ამის გარდა, სლოვაკეთში ტექნიკურ სერვის ცენტრს ვაფუძნებთ, რომელიც მუშაობას დაუყოვნებლივ დაიწყებს“, - ნათქვამია შეტყპბინებაში.
გერმაბულ მედიას ასევე გერმანიის თავდაცვის მინისტრ კრისტინა ლამბრეხტის სიტყვები მოჰყავს, რომელმაც ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სარემონტო ცენტრის შექმნის შესახებ სლოვაკეთთან უკვე შეთანხმებულია.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს სლოვაკეთ კოლეგასთან ერთად შეთანხმების მიღწევა მოვახერხეთ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მიწოდებული იარაღის მომსახურების საშუალებას მიგვცემს“, - თქვა მან.
„ჩვენ სლოვაკეთში აღდგენის ცენტრს შევქმნით. მნიშვნელოვანია ის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბრძოლის შემდეგ, იარაღის აღდგება შესაძლებელი გახდება" - განაცხადა ლამბრეხტმა.
ამ კონტექსტში მან ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი Panzerhaubitze 2000 ჰაუბიცები ახსენა, რომლებსაც ადრე მხოლოდ ლიეტუვაში არემონტებდნენ. მინისტრს სხვა მნიშვნელოვანი დეტალები არ მოუწოდებია. მან ასევე არ დააკონკრეტა, მხოლოდ გერმანულ იარაღს გულისხმობდა, თუ მათ შორის სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულს.
0
0