02/12/2024
14:05
მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 650 მილიონი ევროს ღირებულების იარაღის ახალ პარტიას გაუგზავნის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შოლცმა აღნიშნა, რომ კიევში ვიზიტით სურს, გამოხატოს სოლიდარობა და ნათლად აჩვენოს, რომ გერმანია დარჩება უკრაინის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად ევროპაში.
„1000 დღეზე მეტია უკრაინა გმირულად იცავს თავს რუსეთის დაუნდობელი აგრესიისგან. ვგეგმავ, გამოვაცხადო 650 მილიონი ევროს ღირებულების დამატებითი თავდაცვითი აღჭურვილობა, რომელიც დეკემბერში იქნება მიწოდებული“, - აღნიშნა შოლცმა.
მისი თქმით, უკრაინას შეუძლია გერმანიის იმედია ჰქონდეს. „ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც ვაკეთებთ", - აღნიშნა შოლცმა.
შეგახსენებთ, ოლაფ შოლცი უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს დილით ჩავიდა. ეს მისი მეორე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
0
0