
გერმანიის მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს მთელ რიგ ქვეყნებთან ე.წ. „მიგრაციული პარტნიორობის“ შესახებ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს გერმანიიდან არალეგალური მიგრანტების სწრაფ დაბრუნებას სამშობლოში.
DW-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად საუბარია ექვს ქვეყანაზე. ესენია საქართველო, მოლდოვა, კენია, კოლუმბია, უზბეკეთი და ყირგიზეთი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ „საქართველოსა და მოლდოვას განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვთ, რადგან გერმანიაში თავშესაფრის მინიჭების ათ პროცენტზე მეტი მხოლოდ ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის“. ამგვარად, 2023 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებიდან შემოვიდა 7405 განცხადება, მოლდოვადან 2124.
გამოცემა წერს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა თბილისისა და კიშინიოვის მთავრობებმა გამოთქვეს.
მიმდინარე წლის აგვისტოში გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა: ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები განიხილება დაჩქარებული წესით, რაც გამოიწვევს თავშესაფარზე უარის თქმის მქონე პირთა სწრაფ დეპორტაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, ნენსი ფესერის თქმით, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნები არიან, რადგან არ არსებობს „სახელმწიფო დევნის შიში და სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს“.
0
0