
გერმანია რუსულ ენერგეტიკაზე ემბარგოს ამ დროისთვის, არ დააწესებს. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC News ავრცელებს
„ჩვენ ემბარგოსთან დაკავშირებით იმ ზომებით ვმუშაობთ, რომლებიც პუტინს ყოველდღე ზიანს მიაყენებს. კარგ კურსზე ვართ და ამ კვირაში, ამ მიმართულებით უფრო მეტ პროგრესსაც მივაღწევთ. ჩვენ ასევე, რუსული გაზის, ნახშირისა და ნავთობისგან დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ვმუშაობთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
რობერტ ჰაბეკის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, გერმანიის ნავთობის 35%-ის იმპორტი რუსეთიდან ხდებოდა, თუმცა სტატისტიკური მაჩვენებელი ახლა, 25%-ს უახლოვდება.
გერმანელმა მაღალჩინოსანმა ასევე დასძინა, რომ ბუჩასა და უკრაინის სხვა რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება ამ კვირაში მიიღება.
0
0